понедельник, 24 мая 2010 г.

ძაღლის ჯიშები

1.პროექტის სახელი: ქართული ნაგაზი
2. პრობლემა: გადაშენების გზაზე მყოფი ძაღლები
3. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეთა მიერ ქართული ნაგაზის საარსებო გარემოს შესწავლა, მათი თვისებების აღწერა, მათი თვისებების გამოვლენა.
4. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ საქართველოში არსებულ ქართული ნაგაზის ადგილებს, ასახავენ ფოტოებზე. გამოიკვლევენ თავისებურებებს, თვისებებს, ანალოგიებს მოიძიებენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და გაავლებენ შედარებას.დასახავენ სამომავლო გეგმებს ამ ჯიშების უკეთ ათვისების მიზნით.(თუ არ არის ათვისებული)
5. მონაწილეთა ასაკი/კლასები: IV კლასი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 8 თვე
7. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალის მოძიება და გაანალიზება, პრეზენტაცია, დისკუსიის გამარტვა, ფოტომასალის შეგროვება.
8. მოსალოდნელი შედეგები/პროექტი რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებმა შეიძლება შექმნან ენციკლოპედიური ხასიათის ჟურნალი, ალბომი, ვებ–გვერდი. ბავშვებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, აზრტა ურთიერთგააზიარებისა და შეჯერების, დაკვირვების უნარ–ჩვევა.
9. სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები მიაწვდიან ინფორმაციას ნებისმიერ მსურველს ამა თუ იმ ძაღლის ჯიშების შესახებ და თავადაც გაუჩნდებათ სურვილი უკეთ გაეცნონ ბუნების ამ საოცარ ქმნილებებს.
10. სამუშაო ენა: ქართული
11. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული –– შექმნიან ჩანახატებს.
ხელოვნება –– ალბომს, ნახატებს.
12. პროექტის ხელმძღვანელი: მანანა მანაგაძე
13. პროექტის ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:karmaeni.@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: ქართული ნაგაზი.